შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეჟან გონაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი, წითელწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახლხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1993წწ. ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას: 1978-1980წწ. აგრონომ-ეკონომისტი, კოლმეურნეობების საქმეთა მთავარი სამმართველო, საქ. სოფ. მეურნეობის სამინისტრო; 1980-1981წწ. წამყვანი სპეციალისტი, ინფორმაციისა და პროგნოზირების სამმართველო, საქ. სოფ. მეურნეობის სამინისტრო; 1981-1987წწ. სამთაწყაროს საბჭოთა მეურნეობის დირექტორი; 1987-1989წწ. ინსტრუქტორი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტი, სოფ. მეურნეობის და კვების მრეწველობის განყოფილება; 1989-1990წწ. საქართველოს კომპარტიის წითელწყაროს რაიკომის პირველი მდივანი; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, მაჟორიტარი, დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი, საქართველოს კომპარტია. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1995-1999წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე კახეთის მხარეში; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 133 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |