Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბეჟან გონაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი, წითელწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახლხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1993წწ. ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას: 1978-1980წწ. აგრონომ-ეკონომისტი, კოლმეურნეობების საქმეთა მთავარი სამმართველო, საქ. სოფ. მეურნეობის სამინისტრო; 1980-1981წწ. წამყვანი სპეციალისტი, ინფორმაციისა და პროგნოზირების სამმართველო, საქ. სოფ. მეურნეობის სამინისტრო; 1981-1987წწ. სამთაწყაროს საბჭოთა მეურნეობის დირექტორი; 1987-1989წწ. ინსტრუქტორი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტი, სოფ. მეურნეობის და კვების მრეწველობის განყოფილება; 1989-1990წწ. საქართველოს კომპარტიის წითელწყაროს რაიკომის პირველი მდივანი; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, მაჟორიტარი, დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი, საქართველოს კომპარტია. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1995-1999წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე კახეთის მხარეში; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 133 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |