შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ჟვანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს; უმაღლესი დიპლომატიური სკოლა მოსკოვში 1946 წელს. 1941-1942 წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1946-1948 წწ. მუშაობდა გაეროში (აშშ); 1951 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა საერთაშორისო სამართლისა და სხვა კურსებს; 1963 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის განყოფილების გამგე იყო. მისი ნაშორმები ეხება საერთაშორისო სამართალში მოსახლეობისა და ტერიტორიული ნეიტრალიტეტის და სხვა საკითხებს. იგი ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის (1963) ერთ-ერთი შემდგენელია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.249 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |