The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელე­ნე ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი

ელე­ნე ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1928
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 2018  (90 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ჯიქიას სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ი 1951 წელს; გა­ი­ა­რა ას­პი­რან­ტუ­რის კურ­სი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლო­ბით აკა­დე­მი­კოს ა. შა­ნი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით (1951-1954).

1958-1960წწ. მუ­შა­ო­ბდა­ კ. კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუტ­ში; 1962 წლი­დან მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მე­ცნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­ში და 50 წელ­ზე მე­ტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ქარ­თვე­ლურ ენა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის მე­ცნი­ე­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი; გამო­ქვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს  50-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ე­რო სტატია თანამედროვე და ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის, ქარ­თვე­ლუ­რი ენე­ბის მო­რფო­ლო­გი­ი­სა და ლექ­სი­კო­ლო­გი­ის, ქარ­თუ­ლი ენის შე­სწავ­ლის ის­ტო­რიის, დი­ა­ლექ­ტო­ლო­გიის საკითხებზე; მის მო­ნოგ­რა­ფიაში "გა­ი­ოზ რექ­ტო­რის ქარ­თუ­ლი ღრამ­მა­ტი­კა" წარმოდგენილია მე-18 საუკუნის თვალსაჩინო მოღვაწის, თელავის სემინარიის პირველი რექტორის გაიოზის (გვარი უცნობია) ქართული ენის გრამატიკის პირველი ნაბეჭდი სახელმძღვანელოს (1789) ტექსტი, დადგენილი ავტორის ავტოგრაფისა და ნაბეჭდის ურთიერთშეჯერების საფუძველზე და გამოკვლევა ამ ნაშრომის, ასევე მისი ავტორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. დამატების სახით წიგნში წარმოდგენილია გაიოზის მეორე გრამატიკული ნაშრომიც "სიტყვა საღრამმატიკოი" და  გრამატიკულ ტერმინთა ლექსიკონი; ელენე ნიკოლაიშვილს ეკუთვნის დიალექტოლოგიური ტექსტების კრებული "მოთხრობები გურიის ახლო წარსულიდან", რომელშიც წარმოდგენილია გურულ დიალექტზე ჩაწერილი ტექტები, რომლებსაც წლების განმავლობაში იწერდა მკვლევარი ოზურ­გე­თის, ლან­ჩხუ­თი­სა და ჩო­ხა­ტა­უ­რის მუნიციპალიტეტების სოფ­ლებ­ში; ეს ტექსტები, რომლებსაც დართული აქვს ლექსიკონიც, სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლას წარმოადგენს როგორც დიალექტოლოგებისათვის, ისე ის­ტო­რი­კო­სები­სა და ეთ­ნოგ­რა­ფებ­ისთვისაც, რამ­დე­ნა­დაც მო­ი­ცავს გუ­რულ­თა ყო­ფა-ცხოვ­რე­ბის თით­ქმის ყვე­ლა სფე­როს და ასა­ხავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ახ­ლო წარ­სუ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რ და ის­ტო­რი­უ­ლ მო­ვლე­ნე­ბს; ქართველოლოგი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გაიოზ რექტორის ქართული ღრამმატიკა", დაიცვა 1966 წელს.

წყარო: ice.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: