შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ჟვანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ჩხოროწყუ, ჩხოროწყუს რაიონი. 1941-1944წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1944-1952წწ. მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-ის აპარატში; 1953 წლიდან მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-თან არსებულ პარტიის ისტორიის ინსტიტუტში, სკკპ ცკ-თან არსებულ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალში. თითქმის ექვსი ათეული წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უცხო ენათა ინსტიტუტში და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში სათავეში ჩაუდგა იმ პერიოდისათვის სრულიად ახალი ტიპის სასწავლებელს - საერთაშორისო სახალხო დიპლომატიის აკადემიას. ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა დარგობრივი ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოების წევრი. იყო სადოქტორო თუ საკანდიდატო დისერტაციების ოთხმოცამდე მაძიებელთა ოპონენტი თბილისში, მოსკოვში, ლენინგრადში, ერევანში და საბჭოთა კავშირის სხვა მრავალ ქალაქში. მისი ხელმძღვანელობით ოცზე მეტმა მეცნიერმა დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. მეცნიერულ მოღვაწეობას კარგად უხამებდა პუბლიცისტურ საქმიანობასაც. სხვადასხვა დროს, როგორც ქართულ, ასევე რუსულ პრესაში მას გამოქვეყნებული აქვს ექვსასამდე სტატია, ნარკვევი, პოლემიკური ხასიათის წერილი თუ რეცენზია. იკვლევდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ისტორიას, საქართველოს ალკკ ისტორიას, ამიერკავკასიის ბოლშევიკური ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის საკითხებს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1967). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.249; ქართული პრესის ელექტრონული არქივი: opentext.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.217; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 93-94 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |