The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მალაშხია

გიორგი მალაშხია
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პოეტი, პუბლიცისტი, სოციოლოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაკიფუ, ახლანდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1957 წელს.

1957-1961 წწ. იმყოფებოდა ეკონომიკურ სამსახურში; 1961-1964 წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიის ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1964-2006 წწ. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით დაწესეუბლებებში; 2006-2009 წწ. იყო სოხუმის სახელმწო უნივერსიტეტის პროფესორი, 2009-იდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია. წლების მანძილზე შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. მან საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკური კვლევების ახალ მიმართულებას მეტაეკონომიკას - ეკონომიკის  ფილოსოფიას. ახლებურად, მარქსისტული, კლასიკური და ნეოკლასიკური ეკონომიკური  თეორიებისაგან განსხვავებით, ახსნა დანახარჯებზე მეტი დოვლათის, მოგების მიღების, სიმდიდრის დაგროვების წყაროები და პროცესი, დოვლათის უსამართლო განაწილება; შეიმუშავა სოციალური ენერგიის, როგორც საზოგადოებრივ სიკეთეთა შექმნისა და ზრდის წყაროს, ადამიანთა საქმიანობის ეკონომიკური შედეგების სოციალურ სიკეთეში გარდაქმნის კონცეფცია; დაასაბუთა სოციოგენეტიკური და განვითარების დონის შენახვის ობიექტური კანონების მოქმედება; შემოიღო სოიალურ-ეკონომიკური მოვლენათა კვლევის ახალი მეთოდოლოგიური მიდგომები: ანთროპოცენტრული, აქსიოლოგიური, ევდემონისტური  და გენეტიკური ხედვა, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის გაზომვა-შეფასების მეთოდური სიახლეები, იკვლევს საზოგადოების ინსტიტუტების როლს გლობალური ტრანსფორმაციის პროცესში და  სხვა. გ. მალაშხია არის მრავალი მეცნიერული ფორუმის მონაწილე საქართველოში და საზღვარგარეთ. იგი არის 250 - ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის, მათ შორის 15 მონოგრფიის ავტორი და 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი, მათგან რამდენიმე გამოქვეყნებულია ამერიკაში, გერმანიაში რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში. სამეცნიერო ნაშრომებისათვის მიღებული აქვს დარგობრივი პრემიები: ჟურნალ "ეკონომისტის" პრემია სტატიების კონკურსში გამარჯვებისათვის (1977), ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიისა და საზოგადოება "კოლხეთის" პრემია საუკეთესო სტატისათვის (1999), პრემია ქართულ ენაზე საუკუნის საუკეთესო მონოგრაფიისათვის ("მეტაეკონომიკა - ეკონომიკის ფილოსოფია", 2000), ჟურნალ "მიკრო-მაკრო ეკონომიკის" პრემია წლის საუკეთესო სტატიისათვის (2000); საპატიო სიგელი: ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის (1984), საქართელო ტექნიკურ უნივრსიტეტში ხანგრძლივი მოღვაწეობისთვის (2014), ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის (2015), სოხუმის უნივერსიტეტიში კადრების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის (2017); Юбилейный  медаль    СССР "За доблестный  труд" (1970); Почетная грамота Академия  научно-технического и социального прогресса Краснодарского края России (2004), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ბიზნეზ-ინჟინერინგის ფაკულტეტის წარმატებული ეკონომისტ- ფილოსოფოსის წოდება (2013). ჟურნალებსა და გაზეთებში იბეჭდებოდა მისი ლექსები. 2016 წელს გამოვიდა გ. მალაშხიას  ლექსების ერთტომეული "სულის ამბოხი. ცხოვრების ფილოსოფია. ფიქრები ლექსებად". აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს საქართველოსა და საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში: Philosophy of crisis and perspective social-economic Development (ჟურნ. "სოც. ეკონომიკა" № 5, 2011); გლობალური მოდერნიზაციის შუქ-ჩრდილები (ბიზნესის აკადემიის მოამბე, №16-17); გლობალური გამოწვევები და ცხოვრების მოდერნიზაცია (ჟურნ. "ბიზნეს-ინჟინერინგი" № 5, 2011); Humanization of life and the imperative the sustainable development (საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ვაშინგტონი, 2011); К концепции гуманного развития (Материалы научной конференции, г. Баку, 2011); Economology of modernization (ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე , ტ. 3, თბ., 2012); Theory of moderate Man (ჟურნ. "სოციალური ეკონომიკა", № 4, 2012); ზომიერება და კეთილდღეობა (საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე ტ. 10, 2013); ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის დაცილების მიზეზები (ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები, თბ, 2013); Институты как акторы трансформации социума (ჟურნ. "ბიზნეს-ინჟინერინგი" № 2, 2014); Теория благосостояния и рациональный потребитель (ჟურნ. "ბიზნეს-ინჟინერინგი" № 4, 2015); Институты и трансформация экономики в постсоциалистических странах (ჟურნ. "ბიზნეს- ინჟინერინგი" №2 , 2015); Конкуренция или сотрудничество? (ჟურნ. "ბიზნეს-ინჟინერინგი ?" №4, 2016) და სხვა. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998), საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუსი (2015), საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი (2016).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1996-)
  • რუსეთის კრასნოდარის მხარის სამეცნიერო-ტექნიკური და სოციალური პროგრესის აკადემია, წევრი (2003-)
  • საქართვდლო სამედიცინო-სოციალური აკადემია, წევრი (1989-)
  • საქართველოს ეკონომიკის მეცნერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2001-)
  • საქართველოს ეროვნული და სოციალური აკადემია, წევრი (2004-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: