The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ჟვანია

დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1909
გარდაცვ. თარიღი:1998  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისი სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს.

1956-1964წწ. განაგებდა ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის რადიობიოლოგიურ განყოფილებას; 1964-1977წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სისხლის გადასხმისა და ჰემატოლოგიის კურსს; 1978 წლიდან ამავე ინსტიტუტის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის კათედრის პროფესორია. იკვლევდა სისხლის დაკონსერვების, სისხლის გადასხმის, ექსპერიმენტული ქირურგიის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ქართველი ტრანსფუზიოლოგ-ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1959).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.249

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1941-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: