The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ისაკ ჟვანია

ისაკ ჟვანია
Date of birth:1891
Date of death:1946  (at 55 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლექიჯე, ზუგდიდის მაზრა.

1916-1917წწ. სამხედრო სამსახურში იყო; არალეგალურ პარტიულ მუშაობაში იყო ჩაბმული სოხუმის ორგანიზაციაში; 1917-1920წწ. აქტიურ პარტიულ მუშაობას განაგრძობდა ზუგდიდის მაზრისა და სოხუმის ორგანიზაციებში; იყო ქუთაისის არალეგალური საგუბერნიო პარტკომიტეტის წევრი, თანამშრომლობდა გაზ. "ბრძოლასა" და "ჩვენს ბრძოლაში"; 1918 წლის აპრილიდან მაისამდე სოხუმის რევკომის წევრი იყო; 1918-1920წწ. მენშევიკურმა მთავრობამ რამდენჯერმე დააპატიმრა; 1921 წელს იყო სოხუმის რევკომის ერთ-ერთი შემქმნელი და თავმჯდომარე. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ მუშაობდა აფხაზეთის ასსრ მიწათმოქმედების სახკომად, საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახკომის მოადგილედ, საქართველოს კპ ზუგდიდის სამაზრო და სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის მდივნად და აჭარის ასსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.249; საქართველოს ოკუპაცია: image.slidesharecdn.com

Member of Organizations

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1913-)

Share: