Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ღოღობერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გოჩაჯიხაიში, ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა პეტროგრადის პოლიტექნიკუმი. 1915 წლიდან რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა ჯარში. 1917 წელს თბილისში თანამშრომლობდა გაზ. "კავკაზსკი რაბოჩიში". 1918-1920წწ. ბაქოში მოღვაწეობდა: იყო ბაქოს რევკომის თავმჯდომარე (1920), შემდეგ ნიჟნი-ნოვგოროდის საგუბერნიო პოლიტსაგანმანათლებლო განყოფილების გამგე, პარტიის ნიჟნი-ნოვგოროდის საგუბერნიო კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ თბილისის რევკომის თავმჯდომარე (1921); პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი (1922); 1923-1924წწ. საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1926-1930წწ. პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის მდივანი; 1930-1934წწ. სწავლობდა მოსკოვში წითელი პროფესურის ინსტიტუტში; 1934 წლიდან პარტიის ეისკის რაიკომის მდივანი, ქარხანა "როსტრესელმაშის" პარტკომის მდივანი; საქართველოს კპ ცკ-ის წევრი, საქართველოსა და ამიერკავკასიის ცაკის წევრი, პარტიის XV-XVI ყრილობის დელეგატი. 1936 წელს დააპატიმრეს, 1937 წელს სიკვდილით დასაჯეს. საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.598 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |