The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შაქრო თელია

ოფიციალური სახელი:ზაქარია თელია
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1931
გარდაცვ. თარიღი:14 სექტემბერი, 2013  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1958 წელს.

მისი პედაგოგები იყვნენ ვ. გრიგოლია და ვ. კეშელავა. 1962 წლიდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი შემოქმედების მთავარი თემაა ქართული პეიზაჟი და ინდუსტრიული მშენებლობანი. აღსანიშნავია მისი ფერადი ლინოგრავიურები. ნამუშევრები: "ფოლადის გამოდნობა" (1967), "ზამთარი" (1968), სერია "ინდუსტრიული ქალაქები" (1970), "ენგურჰესის მშენებლობა" (1971), "თბილისის აღმშენებლობა" (1976), "ბორჯომის ხეობა" 1982) და სხვა. მონაწილეობდა როგორც რესპუბლიკურ და საკავშირო ისე საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებში (პოლონეთი -1965, ჩეხოსლოვაკია -1965, გერმანია -1968). მისი ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. ქართველი გრაფიკოსი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.36

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი

გააზიარე: