The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი მგელაძე

აკაკი მგელაძე
დაბადების თარიღი:1910
გარდაცვ. თარიღი:1980  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მელექედური, ოზურგეთის მაზრა.

1930-1938წწ. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები: გუდაუთის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე; აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მასობრივი-ეკონომიკური განყოფილების გამგე; აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი; აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი; საქართველოს სსრ კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; საბჭოთა კავავშირის კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ახალგაზრდული განყოფილების გამგე; 1938 წელს იყო რეპრესირებული და შემდგომ რეაბილიტირებული; 1938-1942წწ. იყო "საქნავთობის" ტრესტის მმართველი; 1942-1943წწ. ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის სამმართველოს სამხედრო კომისარი; უფროსი ბატალიონური კომისარი; ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი; 1943-1951წწ. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის სოხუმის ქალაქკომის და აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი; ამ პერიოდში მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა ქალაქ სოხუმის განაშენების სამუშაოები; 1951-1952წწ. იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ქუთაისის ქალაქკომის პირველი მდივანი;  1940-იან და 1950-იან წლებში იმყოფებოდა იოსებ სტალინის უახლოეს გარემოცვაში; 1950-იან წლებში იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრის - ლავრენტი ბერიას ოპონენტი; სტალინის გარადაცვალების შემდეგ მგელაძე მოხსნეს თანამდებობიდან და გარიცხეს საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტიდან, სსრკ კომპარტიის შემადგენლობიდან, ყოველივე ამის შემდეგ კი დააპატიმრეს. მის მიმართ ბრალდებები მოიხსნა ლავრენტი ბერიას დაკავების შემდეგ; 1953-1973წწ. იყო ბებნისის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი; 1973 წელს ედუარდ შევარდნაძემ მიიწვია თბილისში სამუშაოდ; 1973-1978წწ. იყო საქართველოს სსრ საბჭოთა მეურნეობების ტრესტის მმართველი; საქართველოს სსრ აგრარულ - სამრეწველო - სავაჭრო გაერთიანების თავმჯდომარე, საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ პარტიული მოღვაწე. 

წყარო: საბჭოთა საქართველოს ლიდერები: postsovietwatch.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო საბჭო, წევრი
  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1932-1980)
  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი, პირველი მდივანი
  • საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურო, წევრი (1951-1953)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი (2 ორდენი)
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: