The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ გუგუშვილი

თამაზ გუგუშვილი
Date of birth:18 March, 1946  (79 years)
Category:Geographer, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1969 წელს. 

1969-1980წწ. საპროექტო ინსტიტუტების  "საქსოფლმშენსახპროექტისა" და  "საქქალაქმშენსახპროექტის" ეკონომისტი, ინჟინერ-ეკონომისტი, უფროსი ინჟინერ-ეკონომისტი, ჯგუფის ხელმძღვანელი, პროექტის მთავარი ინჟინრის და განყოფილების გამგის მოადგილე; 1980-1990წწ.  საქართველოს სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სექტორის გამგე; 1990 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრის განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო" წმინდა ილია მართლის საზოგადოება დემოგრაფიის და განახლების ქვეკომისიის თავმჯდომარე ჰუმანიტარულ და სოცილურ საკითხთა კომისიის წევრი, ხელი აქვს მოწერილი  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის შრომის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრი; 2001-2005წწ. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის მათ შორის მონოგრაფიის ავტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 137

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

Share: