The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გულბანი

გიორგი გულბანი
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1981 წელს; დაამთავრა ფინეთის დედაქალაქ ჰელინკში საკომპიუტერო ტექნიკის ინსტიტუტი 2000 წელს.

1981-1990წწ. ინსტიტუტ "ვნიიტმეს" ინჟინერი, ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს ინჟინერ- ფიზიკოსი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპექტროსკოპიის განყოფილების უფროსი ინჟინერი, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, ამავე აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ინჟინერი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი - "მრგვალი მაგიდა - თავისუფულა საქართველო" ეროვნულ-ლიბერალური კავშირი, კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიის შემდგომ იურიდიული კომისიის მდივანი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 138; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.161

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

გააზიარე: