The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯიმი მიქელაძე

ჯიმი მიქელაძე
ოფიციალური სახელი:ჯემალ მიქელაძე
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1936
გარდაცვ. თარიღი:აპრილი, 2014  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულკი ფაკულტეტი; მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.

1957-1960წწ. მუშაობდა დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროშო; იყო კომკავშირულ სამუშაოებზე: თბილისის ლენინის რაიკომში, თბილისის საქალაქო კომიტეტში; 1963-1965წწ. თბილისის კალინინის რაიკომის პირველი მდივანი; 1965-1974წწ. თბილისის შინაგან საქმეთა კალინინის რაიონული განყოფილების გამგე; 1974-1976წწ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის უფროსი; 1976-1980წწ. ამ სამმართველოს უფროსი; 1980-1987წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი; 1988-1998წწ. საზოგადოება "დინამოს" რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე; 1990-1991წწ. არჩეულ იქნა კომპარტიის ჯერ თბილისის, შემდეგ კი ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად; 1993-2000წწ. მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტის უფროსი, საქართველოს შსს მინისტრის 1-ლი მოადგილე; 2000-2004წწ. საქართველოს მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია 3 ორდენით და 15 მედლით. პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი.

წყარო: საბჭოთა საქართველოს ლიდერები: postsovietwatch.com; გაზ. საქართველოს რესპუბლიკა. - თბ., 2014. - 26 აპრილი. - N82 (7463).-გვ.11; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ179

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1995 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: