The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ჩოჩიევი

ვასილ ჩოჩიევი
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1917
გარდაცვ. თარიღი:8 იანვარი, 1947  (29 წლის ასაკში)
კატეგორია:მფრინავი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაბილეთი, ცხინვალის რაიონი.

დაამთავრა 8-წლიანი სკოლა 1933 წელს; თბილისის აეროკლუბი 1935 წელს; ბატაისკის სამოქალაქო ავიაციის მფრინავთა სკოლა 1938 წელს.

1920-1930წწ. ცხოვრობდა თბილისში, 1930 წლიდან - ცხინვალში; 1933-1935წწ. თბილისის სტამბაში ამწყობად მუშაობდა; 1938-1941წწ. მუშაობდა ცხინვალის აეროკლუბში მფრინავ-ინსტრუქტორად; მეორე მსოფლიო ომის (1941-1945) დროს იბრძოდა დონბასში, კავკასიასა და სტალინგრადში; მონაწილეობდა ყირიმისა და სევასტოპოლის განთავისუფლებაში. პოდპოლკოვნიკი (1946).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.150

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1944 - ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • 1943 - წითელი დროშის ორდენი
  • 1943 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • 1943 - ლენინის ორდენი
  • 1942 - წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: