Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიტო სინჯიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი. 1920-იანი წლების დასაწყისში იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი და მონაწილეობდა ანტისაბჭოთა გამათავისუფლებელ მოძრაობაში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ემიგრაციაში, საფრანგეთში წავიდა. იყო საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდების საზღვარგარეთული პერიოდული გამოცემის "ახალი ივერიის" ერთ–ერთი რედაქტორი და ხელმძღვანელი (გამოდიოდა 1927-1939 წლებში). მეორე მსოფლიო ომის დროს დიმიტრი სინჯიკაშვილი გაწვეული იყო ფრანგულ ჯარში; ტყვედ ჩავარდა და გერმანული არმიის "ქართულ ლეგიონს" შეუერთდა. ომის შემდეგ იტალიაში ცხოვრობდა, საბოლოოდ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. 1955 წელს ნიუ–ორკში ქართული სტამბა დააარსა და გამოცემდა დიდი ფორმატის ყოველთვიურ გაზეთს "ქართული აზრი" (გამოდიოდა 1974 წლამდე). სტამბაში ასევე დაიბეჭდა გაზეთი "ქართველი ერი", ჟურნალი "კრებული" და არაერთი ქართული წიგნი. დიმიტრი სინჯიკაშვილი ასევე იყო ქართული ემიგრაციის ინგლისურენოვანი ჟურნალის, The Voice of Free Georgia-ის ("თავისუფალი საქართველოს ხმა") სარედაქციო კოლეგიის წევრი. გარდაიცვალა ნიუ-იორკში. პოლიტიკური ემიგრანტი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია = The history of the georgian emigrant journalism = История грузинской эмигрантской журналистики : ტ. 2 / გ. შარაძე . - თბ., 2002. - გვ.510-655; ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი.-თბ., 2014.-გვ.71-76
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |