The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა გულიკაშვილი

ზაზა გულიკაშვილი
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ზოოსაინჟინრო ფაკულტეტი 1986 წელს.

1980-1980წწ. საგარეჯოს მეცხოველეობის მეურნეობის მუშა; 1981-1982წწ. ბერსუცკის მეურნეობის მუშა (შუააზია); 1982-1983წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტი; 1983-1984წწ. სართიჭალას პროფტექნიკუმის სტუდენტი; 1984-1986წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტი; 1986-1991წწ. საგარეჯოს გარეჯის მეურნეობის მუშა; 1991-1998წწ. მეცხოველეობის კომპლექსის ზოოტექნიკოსი; 1998-2005წწ. შპს მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი; 2005-2008წწ. შპს სათავე პლიუსი დირექტორი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 138

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)

გააზიარე: