შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მედეა მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სპეციალობით ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკა 2002 წელს. 2002-2017 წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ახალ ბერძნულ ენასა და ლიტერატურაში; 2005 წელს, სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობასთან დაკავშირებით, მოიპოვა ათენის აკადემიასთან არსებული კოსტას და ელენი ურანისების საქველმოქმედო ფონდის სტიპენდია; 2010-2014 წწ. ხელმძღვანელობდა ქართული წიგნისა და ლიტერატურის პროგრამას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში; 2014-2019 წწ. სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრს; 2015-2018 წწ. ხელმძღვანელობდა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს; 2012 წელს მ. მეტრეველი გახდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის INTERNATIONAL VISITOR LEADERSHIP PROGRAM (IVLP) სტიპენდიანტი, ხოლო 2013 წელს ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის Cultural Leadership International სტიპენდიანტი; 2019 წლიდან მუშაობს ააიპ ქართული ლიტერატურული ინიციატივის დირექტორად; ნეოგრეცოსტიკის დარგში არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის და წიგნის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (2006). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |