The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ხანოიანი

სერგო ხანოიანი
ოფიციალური სახელი:სარქის ხანოიანი
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:1937  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1894 წელს მისი ხელმძღვანელობით გამოვიდა არალეგალური გაზეთი "კრივი" ("ბრძოლა"); აქტიურად მონაწილეობდა "სომეხ სოციალ-დემოკრატთა კავშირის" შექმნაში; 1903-1905წწ. იყო გაზეთების: "პროლეტარიატის ბრძოლის" რედაქციის წევრი; "ბანვორი კრივის" ("მუშის ბრძოლის") რედაქტორი; თანამშრომლობდა "პაიქარში" ("ბრძოლა"); 1920 წელს ბაქოში რედაქტორობდა გაზ. "კომუნისტს". საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ დანიშნეს სომხეთის სსრ წარმომადგენლად საქართველოში;  1922-1937წწ. მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. პარტიული და საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.432; საქართველოს ოკუპაცია: image.slidesharecdn.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის (ამიერკავკასიის ფედერაცია, ასფსრ) ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, თავმჯდომარე (1925-1927)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1902-)

გააზიარე: