The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ გაბუნია

ზურაბ გაბუნია
დაბადების თარიღი:თებერვალი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი.

იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1976 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე.

აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს, საბჭოთა კავშირის და უცხოეთის საგამოფენო ცხოვრებაში; მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში: მოსკოვში, მიუნხენში, ვერონაში, თეირანში, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჟელესში; 1991 წელს ტალინში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის "Mare Balticum"-ს ფარგლებში მისი პერსონალური გამოფენა მოეწყო; 1996 წელს იგი დიჟონში, ბურბონების სასახლეში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში მან ბერძნული მითოლოგიის სიუჟეტებით მოხატა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ისტორიული დარბაზი; იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმის ხელმძღვანელი. ზ. გაბუნია არის არაერთი კონკურსის გამარჯვებული. მათ შორის, 2003 წელს, ტაჯიკეთში ისმაილ სამანის, ხოლო 2011 წელს, გიორგი შარვაშიძის პორტრეტებზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული.

წყარო: თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.gealexandragabunia.blogspot.; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია: art.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასოციაცია "ფიროსმანი" საზოგადოებრივი საბჭო, თავმჯდომარე
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, თანათავმჯდომარე (2007-2012)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1976-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ღირსების ორდენი
    დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში - განათლების, კულტურის, ხელოვნების დარგებში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის

გააზიარე: