შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მეგი გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, დაამთავრა მოდელირების ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ტყავ-გალანტერიისა და ტრიკოტაჟის მიმართულებით; იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი. მუშაობდა ფეხსაცმლის სხვადასხვა კერძო ატელიეში, სადაც მან ტყავზე მუშაობის გამოცდილება მიიღო; 2006-2009 წწ. ჰქონდა ფეხსაცმლის ინდივიდუალური კერვის სალონი; მუშაობდა ფეხსაცმლის მასიური წარმოების ქარხნებში დიზაინერად; 2010 წლიდან მუშაობა გააგრძელა რუსთავის ტყავის საწარმოში სახელად "Philimaska" საცალო გაყიდვების კოორდინატორად და საცალო მაღაზიის დირექტორის თანამდებობაზე; რამდენიმე წელი კი ინტერიერის დიზაინზეც იმუშავა; 2016 წელს მიიწვიეს პირველი არხის პროექტში "გააგრძელე საქართველოს ისტორია"; ტელესერიალში გამოყენებული შუა საუკუნეების პერიოდის ყველა კოსტიუმი თავადვე შექმნა - ნატურალური ბეწვის, ტყავისა და ლითონის გამოყენებით; მოგვიანებით ასევე კოსტიუმების მხატვრად იმუშავა პროექტზე "დღეები და ღამეები", რომელიც ათ დამოუკიდებელ ფილმს მოიცავს და გადაღებულია აკა მორჩილაძის პიესების მიხედვით; 2016 წლის 15 ოქტომბერს შექმნა საკუთარი ბრენდი "M. G" და 2017 წელს საქართველოს მოდის კვირეულზეც წარადგინა. საქართველოს ისტორიის თემა შეიტანა სამოსში და შექმნა პროექტი "ისტორიის მცველები", შუა საუკუნეების კოსტიუმები ჩააცვა ცნობილ ქართველ მსახიობებს და დადგა წარმოდგენა; ფოტომასალა გადაიტანა ქსოვილზე და შექმნა სამოსი, რომელზეც ქვეყნის ისტორიაა ასახული. მხატვარ ზურაბ გაბუნიას შვილი. წყარო: რადიო "ფორტუნა": fortuna.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |