The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ გუჯაბიძე

გურამ გუჯაბიძე
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1933
გარდაცვ. თარიღი:13 თებერვალი, 2008  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1956 წელს.

1957-1965წწ. კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაკი, საშუალო სკოლის მასწავლებელი; 1965-1973წწ. პარტიულ სამუშაოზეა; 1974-1990წწ. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკი; 1991 წლიდან აგროსამრეწველო კომბინატ "ლანჩხუთის"კონტროლის ინსპექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ლანჩხუთის საარჩევნო ოლქი, საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.141

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

გააზიარე: