The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეოდორიტე კვირელი

დაბადების თარიღი:4??
გარდაცვ. თარიღი:4??
კატეგორია:მწერალი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

423-449 წლებსა და 450-458 წლებში ქალაქ კვირის (სირია, ანტიოქიის მახლობლად) ეპისკოპოსი. იყო ნესტორელობის მიმდევარი. მას ეკუთვნის მრავალი თეოლოგიური ხასიათის თხზულება და "საეკლესიო ისტორია". ამათგან 7 თხზულება ქართულად უთარგმნიათ შუა საუკუნეებში. "საეკლესიო ისტორია" თარგმნა ეფრემ მცირემ. ეს თხზულება ორიგინალური ნაშრომია და მნიშვნელოვანი წყაროა ქართლის გაქრისტიანების შესწავლისათვის. სხვა თხზულებებში თეოდორიტე კვირელს  მოჰყავს საინტერესო ცნობები ქართველთა ტომების - მოსხების, თობელ-იბერების, ლაზების, ჭანების, აბაზგების, ტიბარენების შესახებ, იხსენიებს ქალაქ ბიჭვინთას და სხვა. საეკლესიო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.41


გააზიარე: