| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1929-1931 წლებში სწავლობდა მოსე თოიძის სამხატვრო სტუდიაში. მუშაობდა ოპერის თეატრის დეკორაციებზე, აფორმებდა "მხატვრულად მოძრავი თეატრებისა და აზოვის მხარის ოპერეტის თეატრის წარმოდგენებს". 1933 წლიდან მონაწილეობდა დეკორატიული ხელოვნების ყველა გამოფენაში. სხვადასხვა დროს ასწავლიდა ხატვას თბილისის სკოლებში, მუშაობდა სურათების გალერეაში კონსულტანტად, აქვეყნებდა წერილებს სახვითი ხელოვნებისა და ხელოვნების ისტორიის შესახებ ("კომუნისტი", "ლიტერატურული საქართველო", "ლიტერატურა და ხელოვნება"), მას ეკუთვნის "მ. თოიძის სურათები კერძო კოლექციაში" ("ლიტერატურა და ხელოვნება", 1946, №49). დაუბეჭდავი დარჩა წერილები: "ე. ახვლედიანი", "ვ. ხოჯაბეგოვი", "ა. ციმაკურიძე", "ლევიტანი", "რეპინი" და სხვ. ხატავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის (თბილისი, ქუთაისი, სამეგრელო) სურათებს. დახატული აქვს 50-ზე მეტი სურათი-ეტიუდი (დაცულია მეტეხის მუზეუმში, სურათების გალერეაში და კერძო პირთა კოლექციებში). პეიზაჟისტი, დეკორატორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I . ა-დ/იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.471
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

