The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი ხუციშვილი

გოგი ხუციშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი ხუციშვილი
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1941
გარდაცვ. თარიღი:16 აპრილი, 1993  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობით 1963 წელს; ასპირანტურა აკად. შალვა ამირანაშვილის ხელმძღვანელობით 1966 წელს.

1951-1958 წწ. ქანდაკებას ეუფლებოდა ზაქარია კრაწაშვილთან; 1959-1967 წწ. სწავლობდა ფერწერას გურამ (ხიტა) ქუთათელაძესთან და ანთიმოზ (ალიკო) გორგაძესთან; 1965 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში; 1973 წელს დაიცვა დისერტაცია შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის საკითხებზე (საფარის მონასტრის კედლის მხატვრობა). 1974-1975 წწ. სწავლობდა სორბონასა და პარიზის კაზმულ ხელოვნებათა სკოლაში (ბერნარ დორივალის ხელმძღვანლობით); იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტი; 1985 წლიდან იყო თსუ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის დეკანი; ფერწერული ტილოების  გარდა გ. ხუციშვილის შემოქმედება მოიცავს გრაფიკულ ნამუშევრებს, ქანდაკებებს, კოლაჟებს, ლექსებსა და ესსეებს. მისი ნამუშევრები, თბილისის გარდა, დაცულია პარიზის, დრეზდენის, ბერლინის, პრაღის, ბრნოს, ბრატისლავის, ბუდაპეშტის, კრაისტ-ჩრჩის (ახალი ზელანდია), დუბლინის, შენონის (ირლანდია), იენის, ოტავის, სან-პაულუს, კურიტიბას (ბრაზილია), ლა-პასის (ბოლივია), სოფიის, ტოკიოს, ტალინის, ნიუ-იორკის, პეკინის, მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებსა და კერძო კილექციებში. გ. ხუციშვილის პირველი პერსონალური გამოფენა 1975 წელს პარიზში "CIES"-ის გალერეაში მოეწყო; 1980 წელს მეორე პერსონალური გამოფენა თბილისში ხელოვნების მუზეუმში შედგა, 1986 წელს მოეწყო მესამე პერსონალური გამოფენა თბილისში მხატვრის სახლში, მეოთხე პერსონალური გამოფენა 1987 წელს რუსთავის სააგამოფენო დარბზში გაიხსნა, 1989 წელს მეხუთე პერსონალური გამოფენა იერუსალიმში, ისრაელის მუზეუმში შედგა. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ 1993 წელს გაიმართა მეექვსე პერსონალური გამოფენა თბილისში გალერეა "კოპალაში". 2016 წელს მეშვიდე პერსონალური გამოფენა გაიხსნა დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დიზაინერთა კავშირი, წევრი (1990-1993)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1971-1993)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: