The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეოდოსი განგრელი

Date of birth:6??
Date of death:6??
Category:Religious leader

Biography

წარმოშობით პაფლაგონიის ქალაქ განგრიდან (ბიზანტიის იმპერიის სამხედრო პროვინცია). აქტიურ მხარდაჭერას უწევდა ბიზანტიის საიმპერატორო კარის მიერ დევნილ მონოთელიტებისა და მონოფიზიტების წინაღმდეგ მებრძოლ საეკლესიო პირებს. მან გამოაქვეყნა ანასტასი აპოკრისიარის მისდამი მიწერილი წერილი, რომელიც აღწერდა მაქსიმე აღმსარებლის, თვით ანასტასი აპოკრისიარისა და ანასტასი მონაზვნის ბიზანტიონიდან გაძევებისა და ლაზეთში გადასახლების (662) ამბავს. თეოდოს განგრელმა ანასტასის წერილს დაურთო აგრეთვე 668-669 წლებში დაწერილი საკუთარი მოგონება მაქსიმეს შესახებ. თხზულებაში ლაზიკასთან დაკავშირებით დაცული ცნობები დიდი სანდოობით გამოირჩევა, ვინაიდან ავტორის თანადროულ მოვლენებს ეხება და თვითმხილველის წერილს ემყარება. მისი ცნობით VII საუკუნის II ნახევარში აფშილეთი, ისევე როგორც მისიმიანეთი, ეგრისის პროვინციაა და ეგრისის ხელისუფალი უშუალოდ ფლობს აფშილეთის, მისიმიანეთის, სვანეთისა და ლეჩხუმის ტერიტორიას. თვით ლაზიკის (ეგრისის) პატრიკიოსისა და მაგისტროსის გრიგოლის რეზიდენცია - "პირველი სახლი" - სწორედ აფშილეთის ტერიტორიაზე, სოფელ ჯიხასორაში, მოქვის მახლობლად მდებარეობდა. ნაშრომში მოხსენიებულია, აგრეთვე, ეგრისის გეოგრაფიული პუნქტების სახელები: სკოტორი, მუკორისი, სვანეთის ციხე, ბუკოლუსი, თაკვირია, ფუსტა, თუსუმე, სხემარი. ანასტასი აპოკრისიარის წერილის ნაწყვეტები დაცულია ექვთიმე მთაწმინდელისეულ თარგმანში ("ცხოვრება და მოქალაქეობა წმიდისა მაქსიმე აღმსარებლისა"). იერუსალიმში მოღვაწე მონაზონი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.42


Share: