The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეოფილაქტე სიმოკატა

Date of birth:5??
Date of death:6??
Category:Historian

Biography

განეკუთვნებოდა ბიზანტიის იმპერიის საზოგადოების ზედა ფენას. იყო იმპერატორ ჰერაკლეს  (610-641) მრჩეველი. მისი თხზულება "ისტორია" ("მსოფლიო ისტორია") მენანდრე პროტიქტორის შრომის გაგრძელებას წარმოადგენს და იმპერატორ მავრიკიოსის (582-602) დროინდელ ამბებს მოიცავს. თხრობის მთავარი თემაა ბიზანტიის იმპერიის მიერ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ავარებისა და სლავების, ხოლო აღმოსავლეთში სასანიანთა ირანის წინააღმდეგ გამართული ომები. მის "ისტორიაში" მოიპოვება მნიშვნელოვანი ცნობები საქართველოს შესახებ, ასე მაგალითად: თურქთა მიერ "კოლხთა ბელადებისა და სამასი ათასი კოლხის ამოხოცვის" (მიცვალებულები 4 დღის სავალზე იყო მოფენილი) შესახებ; როგორც გაირკვა, თეოფილაქტე სიმოკატას მიერ აღნიშნული ფაქტი შეიძლება გაზვიადებულია, მაგრამ ისტორიულ რეალობას ემყარება. დაახლოებით 558 (562-მდე) ცენტრალური აზიიდან გამოქცეულმა ჟუჟანებმა (ისინი აღმოსავლეთ ევროპაში ავართა სახელით არიან ცნობილნი) ბალკანეთში გადასვლამდე, აზოვის ზღვის აღმოსავლეთით ოგორთა განადგურების შემდეგ, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე განსახლებული ქართველური მოსახლეობა ამოხოცეს. ეს ამბავი ქართულ წყაროშიცაა ასახული (ჯუანშერი). თეოფილაქტე სიმოკატა საუბრობს აგრეთვე, VI საუკუნის 80-იანი წლების მშვიდობიანობის შესახებ ეგრისში: "ფასისის წყალსაც აღარ ამღვრევდა სისხლი; მისი მშვიდობიანი მდინარება სიწყნარის ბრწყინვალებით რწყავდა კოლხეთს და მიდიელ მოსახლეს არსად აჭაჭანებდა". თეოფილაქტე სიმოკატა დაწვრილებით გადმოსცემს ირანელთა სარდლის ბარამის შეჭრას სვანეთში 589-590 წლებში, სადაც იგი სასტიკად დამარცხდა. VII საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი, წარმოშობით ეგვიპტიდან.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.46


Share: