შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სანდრო თვალჭრელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1971 წელს. 1974-1989 წწ. მუშაობდა კავკასიის ალ. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, სექტორის გამგედ; 1989-1994 წწ. ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ, დირექტორის მოადგილე; 1985-1989 და 1998 -2005 წლებში იყო თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1999-2001წწ. საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი; 2003-2004წწ. საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2004-2005წწ. სამთო პროექტების გენერალური დირექტორი; 2009 წლიდან არის კავკასიის ალ. თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 2010-2014წწ. - შპს "ჯორჯიან მინერალსის" დირექტორი (წარმომადგენელი საქართველოში); 2009 წლიდან არის კავკასიის ა. თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, 2015 წლიდან შპს გეოლოგიური მომსახურების ცენტრის გეოლოგიური პროდუქტების მენეჯერი, თსუ-ს მოწვეული პროფესორი. აღმოაჩინა, დათვალა მარაგი და უზრუნველჰყო სამთო საქმიანობის დაწყება ჩოვდარის ოქროს საბადოზე (აზერბაიჯანი); მუშაობდა სოფელ ზესხოს კოლჩედანურ სპილენძ-ჰიროტინულ საბადოზე (საქართველო) და ბელოუსოვსკის კოლჩედანურ მაღაროზე (ყაზახეთი). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 19 მონოგრაფია. არის მთავარი რედაქტორი და გამომცემელი საქართველოში, რუსეთში, გერმანიასა და ნიდერლანდში გამოცემული 5 საერთაშორისო სამეცნიერო კრებულისა. მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1985). ექსპერტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.59 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |