The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი რობაქიძე

ალექსი რობაქიძე
დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:1990  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1943-1953წწ. იყო ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1961 წლიდან სათავეში ჩაუდგა კავკასიის ეთნოგრაფიულ განყოფილებას; 1958 წლიდან პარალელურად ხელმძღვანელობდა ბათუმის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ეთნოგრაფიის განყოფილებას; იკვლევდა სამეურნეო ყოფისა და მატერიალური კულტურის ტრადიციციულ ფორმებს, სოციალური გარდაქმნების პროცესს ქართველი ხალხის კულტურასა და ყოფაში, სპორტის ისტორიის საკითხებს, კავკასიის ხალხთა საზოგადოების ყოფის ისტორიულ და ქართველი ხალხის კავკასიელ სხვა ხალხებთან ეთგრაფიულ - კულტურულ ურთიერთობის პრობლემებს. ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1970).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.417

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1983-1990)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: