| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეოდოს III![]()
ბიოგრაფიაბავშვობიდანვე ბიზანტიაში იზრდებოდა. ლეონ III-ის გარდაცვალების შემდეგ (967) მსხვილ ფეოდალთა ჯგუფმა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების წინააღმდეგი იყო, თეოდოს III დაუპირისპირეს ძმას - ახალ გამეფებულ დემეტრე III -ს. ტახტისათვის ბრძოლაში თეოდოს III დამარცხდა. დემეტრე III-ის ბრძანებით იგი დააბრმავეს, რის გამოც წყაროებში მოიხსენიება როგორც "თვალდამწვარი", "მწუხარე". თეოდოს III გამეფდა უძეოდ გარდაცვლილი დემეტრე III-ის შემდეგ. ბრმა მეფის მმართველობას ფეოდალური ანარქიის გაძლიერება მოჰყვა. გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ ტახტიდან გადაყენებული თეოდოს III 978 წელს ტაოში გაგზავნა დავით III კურაპალატთან. ამის შემდეგ ის წყაროებში აღარ იხსენიება. აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველო) მეფე დაახლოებით 975-978 წლებში, გიორგი II-ის ძე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.42
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

