The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაულ პეეტერსი

დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1870
გარდაცვ. თარიღი:17 აგვისტო, 1950  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტურნე, საფრანგეთი.

დიდი ამაგი დასდო ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების კვლევისა და გამოცემის საქმეს. მას ეკუთვნის 160-მდე სამეცნიერო გამოკვლევა, მათ შორის, "ქართულ ხელნაწერთა ისტორია" (1942), "ძიებანი აღმოსავლური ფილოლოგიის ისტორიიდან" ორ ტომად (1951), "დიონისე არეოპაგელის ავტობიოგრაფიის ქართული თარგმანი" (1912), "წმინდა ილარიონ იბერიელი" (1914), "ქართული მონასტრების ისტორია" (1917-1919), "დიონისე არეოპაგელის ავტობიოგრაფიის იბერიულ-სომხური ვერსია" (1921), "ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში ჰაგიოგრაფიული წყაროების მიხედვით" (1932), "თორნიკე ბერის ქართული მინაწერი" (1932) "წმინდა შუშანიკი - ქართველებისა და სომხების მარტვილი" (ქართული და სომხური ტექსტების ლათინური თარგმანითურთ, 1935), "ხაზარები აბო თბილელის მარტვილობაში" (1934) და სხვ. ავტორია რეცენზიებისა ი. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძის, ა. შანიძის და სხვ. გამოკვლევების შესახებ. ფილოსოფიის დოქტორი (1894), საფრანგეთის კოლეჯის საპატიო პროფესორი (1943), სტრასბურისა და ლევენის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი (1946, 1947). ბელგიელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.10

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბელგიის სამეფო აკადემია, წევრი (1933-)
  • ბოლანდისტთა საზოგადოება, პრეზიდენტი (1941-)
  • ბოლანდისტთა საზოგადოება, წევრი (1905-)
  • საფრანგეთის მხატვრული ლიტერატურის ინსტიტუტი, წევრი (1945-)

გააზიარე: