შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა დვალი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1985 წელს. 1985-1987წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1987-1992წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქრისტიანული კულტურის შემსწავლელი სამეცნიერო ლაბორატორია, ლაბორანტი; 1992-1995წწ. თბილისის №6 ქართული გიმნაზია, პედაგოგი; 1995-1999წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.149 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |