Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთი გოკიელი![]()
Biographyდაიბადების ადგილი: ქ თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი, წიგნის ილუსტრაციის განხრით 1987 წელს. აკადემიის დამთავრებისთანავე ის ეწყობა გრაფიკის სახელოსნოში, რომელიც იყო დაარსებული მხატვრის სახლში; მონაწილეობს სხვადასხვა რესპუბლიკურ თუ საკავშირო გამოფენებში. სწორედ ამ სახელოსნოში შესრულებული ნამუშევრები შეიძინა კულტურის სამინისტრომ, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმა, უცხოელმა ტურისტებმა; პარალელურად აფორმებს წიგნებს და მოსინჯა ძალები კინოში; იმუშავა გ. ჩოხელის ფილმების გადაღებაზე კოსტუმების მხატვრად. "სამოთხის გვრიტები", "ლუკას სახარება", "სიყვარულის ცეცხლი"; რეგულალურად აწყობს გამოფენებს. მუშაობს როგორც გრაფიკაში, ასევე აბრეშუმის მოხატვვის ტექნიკა "ბატიკში" სადაც იგივე გრაფიკის ხერხებს მიმართავს; აქვს მიღებული მონაწილეობა შემდეგ გამოფენებში: ილუსტრაციის გამოფენა (თბილისი, 1988), ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა (თბილისი, 1989), გრაფიკის სტუდიის გამოფენა (თბილისი, 1989), ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა (ფინეთი და მოსკოვი, 1989); ქართველი მხატვრების გამოფენა (იუგოსლავია, 1991), ქართველ მხატვართა გამოფენა (თურქეთი და გერმანია, 1992); პერსონალური გამოფენა "ქარვასლა" (1994), პერსონალური გამოფენა "მეტეხი პალასი" (1994), პერსონალური გამოფენა არტ სალონ "მანანო" (1996), პერსონალური გამოფენა "მეტეხი პალასი" (1996), პერსონალური გამოფენა კლუბი "მატადორი" (1997), გამოფენა გალერეა"ვერნისაჟი" (2000), გამოფენა "TBC" ბანკი (2008), გალერეა "დიარტი" (2009); პერსონალური გამოფენა "ბაია" გალერეა (2010), პერსონალური გამოფენა "ბაია" გალერეა (2015); კოსტუმების მხატვარია ფილმების: "სამოთხის გვრიტები" გ.ჩოხელი (1996), "ლუკას სახარება" გ.ჩოხელი (1997), "ოტელო სიყვარულის ცეცხლი" გ.ჩოხელი (2003), "დოგა–დოგა" დ.კვარცხავა (2006).
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |