შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გაგლოევი![]()
ბიოგრაფიამუშაობდა თბილისის საქალაქო თვითმმართველობაში, გახსნა აგურისა და ხის სახერხი ქარხნები. შემოსავლების დიდ ნაწილს საზოგადოებრივი და რევოლუციური საქმიანობისათვის იყენებდა. 1880 წელს გაიცნო რუსეთიდან გადმოსახლებული ნაროდნიკ-რევოლუციონერები და მათგან მოწოდებულ ლიტერატურას მუშებში ავრცელებდა. 1885-1886 წლებში დაუახლოვდა "ნაროდნაია ვოლიას" მიმდევრებს. 1880-იან წლებში, როგორც ხალხოსანმა სხვებთან ერთად დააფუძნა არალეგალური წიგნთსაცავი და ლეგალური სტამბა, 1890-იან წლებში გაიცნო "მესამე დასის" (მარქსისტების) ჯგუფი. ამ ჯგუფის გავლენით მუშათა შორის მარქსიზმის გავრცელებას ყოველნაირად ეხმარებოდა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორ ფრაქციად გაყოფის შემდეგ ბოლშევიკურ პარტიას მიემხრო. 1903 წელს მის სახლში მოაწყვეს არალეგალური საბეჭდი დაზგა, იქვე ინახებოდა პარტიის ლიტერატურა. 1905 წელს ავჭალის ქუჩაზე მოაწყო წიგნთსაცავ-სამკითხველო, სადაც ინახებოდა არალეგალური ლიტარატურა და რევოლუციონერები ერთმანეთს ხვდებოდნენ. დავით გაგლოევმა სხვებთან ერთად მონაწილეობა მიიღო "ქართველთა გამომცემლობის ამხანაგობის დაარსებაში", იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მუდმივი წევრი. 1918 წელს ბოლშევიკებს გადასცა სტამბა, სადაც გაზეთი "კომუნისტი" იბეჭდებოდა. იყო პოლიტკატორღელთა საზოგადოების - "ნაროდნოვოლცების" წრის წევრი. რევოლუციონერი, ხალხოსანი, არალეგალური მუშაკი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I . ა-დ/იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.477 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |