The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით გაგლოევი

Date of birth:31 December, 1861
Date of death:27 March, 1934  (at 72 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Politician, Political Leader

Biography

მუშაობდა თბილისის საქალაქო თვითმმართველობაში, გახსნა აგურისა და ხის სახერხი ქარხნები. შემოსავლების დიდ ნაწილს საზოგადოებრივი და რევოლუციური საქმიანობისათვის იყენებდა. 1880 წელს გაიცნო რუსეთიდან გადმოსახლებული ნაროდნიკ-რევოლუციონერები და მათგან მოწოდებულ ლიტერატურას მუშებში ავრცელებდა. 1885-1886 წლებში დაუახლოვდა "ნაროდნაია ვოლიას" მიმდევრებს. 1880-იან წლებში, როგორც ხალხოსანმა სხვებთან ერთად დააფუძნა არალეგალური წიგნთსაცავი და ლეგალური სტამბა, 1890-იან წლებში გაიცნო "მესამე დასის" (მარქსისტების) ჯგუფი. ამ ჯგუფის გავლენით მუშათა შორის მარქსიზმის გავრცელებას ყოველნაირად ეხმარებოდა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორ ფრაქციად გაყოფის შემდეგ ბოლშევიკურ პარტიას მიემხრო. 1903 წელს მის სახლში მოაწყვეს არალეგალური საბეჭდი დაზგა, იქვე ინახებოდა პარტიის ლიტერატურა. 1905 წელს ავჭალის ქუჩაზე მოაწყო წიგნთსაცავ-სამკითხველო, სადაც ინახებოდა არალეგალური ლიტარატურა და რევოლუციონერები ერთმანეთს ხვდებოდნენ. დავით გაგლოევმა სხვებთან ერთად მონაწილეობა მიიღო "ქართველთა გამომცემლობის ამხანაგობის დაარსებაში", იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მუდმივი წევრი. 1918 წელს ბოლშევიკებს გადასცა სტამბა, სადაც გაზეთი "კომუნისტი" იბეჭდებოდა. იყო პოლიტკატორღელთა საზოგადოების - "ნაროდნოვოლცების" წრის წევრი. რევოლუციონერი, ხალხოსანი, არალეგალური მუშაკი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, საზოგადო მოღვაწე. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I . ა-დ/იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.477

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მუდმივი წევრი

Share: