The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ გადილია

ვასილ გადილია
Other name:ვასილ გადელია
ვინ-განი  (Pseudonym)
Date of birth:1872  (153 years)
Date of death:19??
Category:Politician, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კიწია, მარტვილის რაიონი.

1898 წელს მონაწილეობდა ამიერკავკასიის მთავარი სახელოსნოების მუშათა გაფიცვაში. 1901 წელს თბილისში გახსნა წიგნის მაღაზია, რომელიც რევოლუციონერთა თავშეყრის ადგილად გადაიქცა. 1902-1911 წლებში გამოსცა 25-მდე, უმეტესად რევოლუციური შინაარსის წიგნი. ფლობდა "ვ. გადილიას წიგნის მაღაზიას", "ახალი თეატრის", "წინ", "ალიონის" და "კიწიელის" ფირმებს. მისი ფიქტიური რედაქტორ-გამომცემლობით თბილისში გამოდიოდა ყოველდღიური სოციალ-დემოკრატიული გაზეთი "ჩვენი ცხოვრება" (1906 წლის 20 აგვისტოდან 7(20) სექტემბრამდე, გამოვიდა სულ 15 ნომერი, შემდეგ გაზეთი ბოლშევიკებს (სოსო ჯუღაშვილის) გადასცა მ. კვაჭაძის ფიქტიური რედაქტორობით). 1906 წლის 7 სექტემბერს, ლიბკნეხტის წიგნის "ორი არსება"("ობობა და ბუზი") გამოცემისათვის  ვასილ გადილია გაასამართლეს, მაგრამ თავდებით გაათავისუფლეს. იმავე 1906 წლის 5 დეკემბერს მეორედ მისცეს პასუხისგებაში ნემეზიდაშვილის (სევერიან ჯუღელი) წიგნის "შეგნებული პროლეტარიატი და რევოლუცია" გამოცემისა და გავრცელებისათვის, კვლავ თავდებით გამოუშვეს. მესამედ, 1907 წელს გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ გამომცემლობა "ალიონის" ფირმით განაგრძო, 1910 წელს წიგნის მაღაზია ზაქარია ჭიჭინაძის სახელით გახსნა, რადგან თვითონ ნება აღარ ჰქონდა. 1910 წელს მაღაზიაში ჩხრეკა ჩაატარეს და 1911 წლის 3 იანვარს ორი წლით ციხე მიუსაჯეს. პატიმრობის დროს ციხეში დაბეჭდა კარლ მარქსის "ეკონომიური მოძღვრება (ფილიპე მახარაძის თარგმანი), ივანე გომართელის "ადამიანის ნება და ზნეობა" და "ალიონის" კრებული (25-მდე მოთხრობა და ესკიზი). ვასილ გადილიას მიერ გამოცემულ წიგნთაგან მთავრობამ 13 აკრძალა, ჩამოართვა და დაწვა. იგი პერიოდულად გაზეთებში პატარ-პატარა წერილებს აქვეყნებდა. ხელისუფების საწინააღმდეგო საპროტესტო წერილი გამოაქვეყნა გაზეთში ("ლამპარი", 1906, 24 ივნისიб №24). რევოლუციონერი, გამომცემელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I . ა-დ/იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.479

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

Share: