The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერმალო თოდაძე

დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1887
გარდაცვ. თარიღი:1 იანვარი, 1969  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა დიმი, ახლანდელი ბაღდადის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა იურიევის (ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1916 წელს.

1917-1918 წლებში იყო მოქმედ არმიაში; 1921 წლიდან მუშაობდა თბილისში გ. მუხაძესთან; 1937 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანიტარული და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ზოგადი ქირურგიული კათედრის გამგეა. მან შეისწავლა თირკმლისა და საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებები, შარდ-სასქესო ორგანოთა ტუბერკულოზი, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების პათოლოგიის საკითხები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ქირურგ-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1936).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.78;  nova.rambler.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: