The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თევზაძე

გიორგი თევზაძე
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1966  (59 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით.

1984 წლიდან კონოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი რეჟისორის ასისტენტი; 1987 წლიდან ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე და ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1991 წლის დეკემბრამდე "მრგვალი მაგიდაში" სრულიად საქართველოს "წმინდა ილია მართლის საზოგადოების" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე; 1997 წლიდან საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი; 2000 –2004წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის დამოუკიდებელი კონტროლის საბჭოს წევრი; 2002–2004წწ. საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის საზოგადოებივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე; 2009 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრი; 2010 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში არჩეული სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი და ანალიტიკური კომისიის წევრი; 2011 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციში ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი; 2011 წლიდან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის წევრი ორგანიზაციის – ომის, კონფლიქტების, შეიარაღებული ძალების, ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანთა ორგანიზაციების გაერთიანებული საბჭოს (ფედერაციის) თავმჯდომარის მოადგილე, კურატორი იურიდიულ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკითხებში; 2011 წლიდან ვეტერანული ორგანიზაციების მიერ არჩეული საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი; 2012 წლის 12 იანვრიდან საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენს შორის გაფორმებული "ურთიერთთანამშრომლობის შესახებ" მემორანდუმის მხარე; 2012 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტში, როგორც ვეტერანთა ომბუდსმენის მონაწილეობა მოქმედ სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსით; 2012 წლის სექტემბერ–დეკემბრის თვეებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი; 2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "თქვენი უფლებებისათვის" სპიკერი; 2013 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ დამკვირვებლის სახით მიწვეული წევრი ვეტერანთა სტატუსის დამდგენ კომისიაში; 2014 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის თავმჯდომარე, 2014 წლიდან არჩეულია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარედ, 2014 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოცაიციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის თანათავმჯდომარედ; 2014 წლიდან არჩეულია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების კომიტეტის წევრად; 2014 წლიდან სახელმწიფო უწყებათაშორისო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრი; 2014 წლიდან სისხლის სამართლის რეფორმის, პენიტენციალური სისტემის რეფორმების სამუშაო ჯგუფის წევრი; 2014 წლიდან ტელევიზია PkT-ტივის საავტორო გადაცემა - "უფლებადამცველი საათი"-ს, თანაწამყვანი; 2015 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2016 წლიდან არჩეულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირების თავმჯდომერედ; 2017 წლის დეკემბრიდან (მეორე ვადით ) სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში არჩეული იქნა წევრად; 2018 წლიდან არჩეული იქნა ა(ა)იპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარების ცენტრის გამგეობის წევრად; არჩეულია "თევზაძეების საგვარეულო კავშირის" გამგეობის წევრად და აღმასრულებელ მდივნად,  საქართველოს სამეფო კლუბის დამსახურებულ წევრად და სამეფო კლუბის იურიდიული კოლეგიის თავმჯდომარედ; იტალიის წმინდა მარტვილის სახელობის აკადემიამ აირჩია აკადემიის წევრად. არაკომერციული გაზეთების "მრწამსი"–ს, "ადამიანის უფლებებისა და არგუმენტები"–ს, დამფუძნებელი და რედკოლეგიის თავმჯდომარე; 2019 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული იქნა მენტორ ადვოკატად; 2020 წლიდან, საერთაშორისო საკონსულტაციო და სერტიფიცირების ცენტრი კონპანია -  შპს "ეკო-სპექტრი"-ს  მთავარი იურისტი; 2022 წლიდან არჩეულია სსიპ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარედ; 2022 წლის 13 ივლისს შეყვანილ იქნა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შექმნილ ევროსაბჭოს მიერ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების სამუშაო ჯგუფში; 2023 წლიდან სსიპ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩეული იქნა  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრო ბონო ცენტრის გამგეობის წევრად. საერთაშორისო შეხვედრებისა და კონფერენციების მონაწილე, არაერთი პუბლიკაციისა და კვლევის ავტორი / თანაავტორი. ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, უფლებადამცველი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ააიპ ორგანიზაცია "ქართული სტიმულის" მმართველი საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე (2020-)
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია, დამფუძნებელი, პრეზიდენტი (1998-)
  • გაზეთი "მრწამსი", დამფუძნებელი, რედკოლეგიის თამჯდომარე (1995-)
  • საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშენელი", პერსონალური წევრი (2000-)
  • საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდი, თანადამფუძნებელი, პრეზიდენტი (1992-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2006-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, მენტორი ადვოკატი (2020-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, წევრი (2013-)
  • საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირები, დამფუძნებელი, თავმჯდომარე (2016-)
  • საქართველოს ანტიკორუფციული, ანტიმონოპოლიური, და ნეგატიური ფაქტების შესწავლისა და რეაგირების საზოგადოებრივი ცენტრი, თავმჯდომარე (2020-)
  • საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ქართული კულტურისა და ცნობიერების დაცვის ცენტრის, ხელოვანთა და მეცნიერ-მწიგნობართა საბჭო, წევრი (2020-)

გააზიარე: