Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ სანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1955 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს "სპეცგეოს" საქართველოს ექსპედიციაში რიგით გეოლოგად; 1956-1960 წწ. მუშაობდა პამირზე, ყიზილ-ყუმში, ყარა-ყუმში, კოპეტ-დაგას მთებში გეოლოგად, გეოლოგიური პარტიის უფროსად; 1960 წლიდან მუშაობდა "საქნავთობში" ნავთობისა და გაზის ძიების კვლევის გეოფიზიკური მეთოდების სამსახურში გეოფიზიკური ექსპედიციის მთავარ გეოლოგად, კოლხეთის ბურღვის კანტორის დირექტორად, გეოფიზიკური ექსპედიციის უფროსად; 1970-2005 წწ. ხელმძღვანელობდა ჯერ ტრესტ, ხოლო შემდგომ "საქნავთობგეოფიზიკას"; 2005 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ნავთობის ეროვნული კომპანია "საქნავთობის" საექსპერტო ანალიტიკური კომისიის ექსპერტი; 1975 წელს მიენიჭა სამგორის საბადოზე პირველაღმომჩენისა და საქართველოს დამსახურებული გეოლოგის წოდება. ხელმძღვანელობდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ნავთობისა და გაზის ძიებაში. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1988 წელს მიენიჭა გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ექვსი დისერტაცია ნავთობისა და გაზის საბადოების ძიებისა და დამუშავების დარგში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები = Georgian power engineers:ენციკლოპედია.-თბ.,2010.-გვ.257; საქართველოს ენერგეტიკოსები = Georgian power engineers.-თბ.-2016.-გვ.297 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |