შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ბელთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზედა-ვანი, ვანის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1972 წელს. 1972-1973წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1974-1976წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკა-მათემატიკის ინსტიტუტის ლენინგრადის განყოფილებაში და შემდეგ იმავე აკადემიის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ინსტიტუტში ნ. ვორობიოვის თამაშთა თეორიისა და ოპერაციათა კვლევის სამეცნიერო სკოლის ასპირანტი მისივე ხელმძღვანელობით; 1975-1976წწ. ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნ. ვორობიოვის ასისტენტი თამაშთა თეორიაში; 1977-1988წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1989-1992 წწ. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკა-მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-1998წწ. ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორი; 1999-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2007 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი; 2018 წლიდან იმავე ფაკულტეტის პროფესორ-ემერიტუსია. მისი სამეცნიერო სპეციალობაა დისკრეტული მათემატიკა და მათემატიკური კიბერნეტიკა; მიმართულება - თამაშთა თეორიის და ოპერაციათა კვლევის მათემატიკური თეორია, ხოლო მეცნიერული ინტერესების სფეროა: გადაწყვეტილებათა მიღების მათემატიკური თეორია, შეფასების თეორია, პრიორიტეტების დადგენის და საკონკურსო ამოცანები, სოციალური არჩევანი, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების მათემატიკური მოდელირება, სწავლების ორგანიზაცია. აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სამეცნიერო სტატიები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1982), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1992). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Игры с лексикографическими выигрышами", დაიცვა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1982 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Стратегические лексикографические игры", დაიცვა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1992 წელს. წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.187-188 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |