შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1978 წელს. 1978-1981 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1983 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1986 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1991 წლიდან მეცნიერ-თანამშრომელი, 2018 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, 2018 წლიდან არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში (2000 წლიდან პროფესორი), ბერძნულ-ქართულ უნივერსიტეტში, ხარისხის მართვის უნივერსიტეტში, 2003 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2006 წლიდან თსუ ასოცირებული პროფესორი; ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. არის მრავალი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოსა და რედკოლეგიის წევრი, მუხრან მაჭავარიანის მუზეუმის თბილისისა და არგვეთის ფილიალების დირექტორი, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების მონაწილე. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქართველური და მთის იბერიულ-კავკასიური ენები (განსაკუთრებით აფხაზურ-ადიღურ ენათა სტრუქტურის, ლექსიკისა და ისტორიის საკითხების კვლევა, ამ ენათა გრამატიკული წყობის ანალიზი ქართველურ ენებთან მიმართებაში); 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 10 წიგნის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სინტაქსურ მიმართებაში შემავალიზმნური კატეგორიები აფხაზურსა და ქართულში", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მცენარეთა ლექსიკა აფხაზურში (სემანტიკურ–სტრუქტურული ანალიზი)", დაიცვა 2005 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |