შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო ახმეტელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 2004 წელს. 2008-2009 წწ. მუშაობდა ფირმა "როსინოლის" ბრენდ-მენეჯერად; კომპანია "სილქნეტი" (2008); 2013 წლიდან საქართველოს სათხილამურო სპორტის ფედერაციის ადმინისტრაციის უფროსია; 2013-2015 წწ. სილქ TV სამთო-სათხილამურო რეპორტაჟების კომენტატორი; მოგებული აქვს ბალკანეთის თასი, ინგლისის ჩემპიონატები, მსოფლიო უნივერსიადის 4 გზის ჩემპიონია; არის ორგზის ოლიმპიელი: ნაგანო, სოლტ ლეიკ სიტი (1998, 2002, საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების მედროშე); მსოფლიო ჩემპიონატების ოთხგზის მონაწილე (1997, 1999, 2003, 2005) საუკეთესო შედეგი 36-ე ადგილი; აქვეყნებს კორესპონდეციებს სამთო-სათხილამურო სპორტის თემაზე, წერს მოთხრობებსა და მინიატურებს; პირველი მოთხრობა დაიბეჭდა ჟურნალში "ფუძე"; 2015 წლიდან მისი მოთხრობები სოციალური ქსელით ვრცელდება. საქართველოს მრავაგზის ჩემპიონი (1996-2004). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |