შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზური გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთმექანიკური განყოფილება 1965 წელს; 1965-1972 წწ. სწავლობდა ოდესის საზღვაო ფლოტის საინჟინრო ინსტიტუტში (ОИИМФ). 1968 წლიდან შრომითი საქმიანობა დაიწყო ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში თავდაპირველად ლაბორანტად, შემდეგ სპეცსაგნების პედაგოგად, მოგვიანებით კი გემთმექანიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1977 წლიდან შორეული ნაოსნობის კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე: "მხატვარი ა. გერასიმოვი", "კაპიტანი ა. კაჭარავა" და სხვა. 1989 წლიდან სპეცსაგნების ლექტორად კვლავ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში, 1994 წლიდან დღემდე კი გარდაქმნილ სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და მის მაგისტრატურაში. გემთინჟინერი, შორეული ნაოსნობის კაპიტნის თანაშემწე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორი და საპატიო ემერიტუსი (2017). წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |