The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ჭეიშვილი

თეიმურაზ ჭეიშვილი
დაბადების თარიღი:4 მარტი, 1927
გარდაცვ. თარიღი:6 მაისი, 2019  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1950 წელს.

მუშაობდა სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის სახელმწიფო სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში ინჟინრად, განყოფილების უფროსად; 1970 წლიდან ამ ბიუროს ბაზაზე შექმნილი სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; 1982 წლიდან სამეცნოერო-საწარმოო გაერთიანება "საქსოფლმანქანის" გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.- თბ., 1987. - გვ.389

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - ლენინური პრემია, (ერთობლივი გამარჯვება)
    ჩაის საკრეფი მანქანის "საქართველოს" შექმნისათვის
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: