Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია ციციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ხელოვნებათმცოდნის სპეციალობით 1975 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1992 წელს. 1976 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილი სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1998); 1999 წლიდან თსუ ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტი; 2004-2006 წწ. ა. ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პროფესორი; 2006-2009 წწ. კონკურსის წესით არჩეული იყო თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სრულ პროფესორად, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით; 2010-2020 წწ. თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით. სამეცნიერო კვლევის სფერო – ახალი და თანამედროვე ხელოვნება (XIX-XXI სს.); კითხულობდა ლექციების კურსს: ახალი ქართული სახვითი ხელოვნება, მხატვრული ნაწარმოების ანალიზი, ხელოვნებათმცოდნეობის შესავალი, ქართული მოდერნიზმი ევროპულ და რუსულ სახვით ხელოვნებასთან მიმართებით. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1993). წყარო: tsu.ge; გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრი: gch-centre.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |