შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მამულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვედა თხილვანა, ხულოს რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო კომუნისტური უმაღლესი სასწავლებელი 1935 წელს; ქ. ოდესის საფინანსო-საბანკო ინსტიტუტის კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსები პირველი თანრიგის ბანკის მმართველის კვალიფიკაციით 1937 წელს; საკავშირო ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა 1951 წელს. 1929 წელს იყო ხიხაძირის სასოფლო კოოპერატივის მაღაზიის გამგე; 1930-1933 წწ. მუშაობდა ჯერ ხულოს რაიონული კოლმეურნეობის კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ სამიწათმოქმედო განყოფილების (მიწგანი) გამგის მოადგილედ; 1935-1936 წწ. სახელმწიფო ბანკის ხულოს განყოფილების მმართველად; 1937-1938 წწ. სახელმწიფო ბანკის ქობულეთის განყოფილების მმართველად; 1938-1941 წწ. ხულოს რაიონის სამიწათმოქმედო განყოფილების გამგე; 1941-1944 წწ. ხულოს მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასკომის თავჯდომრად; 1944-1948 წწ. აჭარის ასსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისრად, აჭარის ასსრ სოფლის მეურნეობის მინისტრად; 1951-1954 წწ. აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავჯდომრის პირველ მოადგილედ, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ; 1954-1961 წწ. საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1961-1962წწ. საქართველოს სსრ დამზადების მინისტრად; 1962-1968 წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის ხელმძღვანელობის ბიუროს პარტიული ორგანოების განყოფილების გამგედ, ცენტრალური კომიტეტის სავაჭრო-საფინანსო და საგეგმო ორგანოების განყოფილების გამგედ; 1968-1970 წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. საკავშირი მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი (1970). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |