The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ედიშერ ჯაფარიძე

ედიშერ ჯაფარიძე
Date of birth:19 July, 1985  (38 years)
Category:Scientist, Political Scientist

Biography

დაბადების ადგილი: დაბა შუახევი, შუახევის მუნიციპალიტეტი, აჭარის ა/რ.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2008-2010 წლებში სწავლობდა ბულგარეთის რუსეს უნივერსიტეტსა და რუმინეთის ბუქარესტის ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიაში, ჯურჯუს უნივერსიტეტი, ასევე ბულგარულ-რუმინულ ინტერუნივერსიტეტის ევროპული ცენტრში (BRIE) ევროპათმცოდნეობის ფაკულტეტზე, არის ევროპულ კვლევათა მაგისტრი. 2014-2016 წლებში სწავლობდა სადოქტორო პროგრამაზე კორონას უნივერსიტეტში (ესპანეთი) სამართალმცოდნეობის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში. 2018 წელს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა სასწავლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საზღვარგარეთ ისე საქართველოში. იგი არის 60 -ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების  მონაწილე, 25-ზე მეტისაერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის  და ორი მონოგრაფიის ავტორი. ე. ჯაფარიძე არის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი საქართველოში (გურამ შარაძის მერე), რომელმაც კომპლექსურად შეისწავლა ევროინტეგრაციის პირველი აპოლოგეტის მიხეილ მუსხელიშვილისა (მიშელ მუსხელი) და მსოფლიოში ევროპოლოგიის ფუძემდებლის ალექსანდრე ნიკურაძის მოღვაწეობა, რომელმაც გამოარკვია, რომ ა) 1948 წელს მიშელ მუსხელმა ფრანგ კონსტიტუციონალისტ გასტონ სტეფანთან ერთად შექმნა ევროპის ფედერალური კონსტიტუციის პირველი პროექტი (ევროპის კონსტიტუციური სამართალი და არამარტო კონსტიტუციური), რომლის მნიშვნელოვანი დებულებანი საფუძვლად დაედო თანამედროვე ევროპული კავშირის სამართალს; ბ) ერთიანი ევროპული ბაზრის შექმნისა და ევროგაერთიანების ინსტიტუციების დაარსების იდეა (რაც მერე განხორციელდა ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს და სხვათა შექმნით);  გ) ევროპულ საგანმანათლებლო სივრცის მოდერნიზაცია და ევრო­პულ საგანმანათლებლო სისტემების და პროგრამების ჰარმონი­ზაცია (რაც  მერე განხორციელდა ე. წ. "ბოლონიის პროცესის" სახით); დ) ევროპაში საზღვრების მოშლის კონცეფცია (რაც მოგვიანებით  განხორციელდა ე. წ. შენგენის ვიზის სახით, რამაც ევროკავშირში ფაქტობრივად საზღვრები მოშალა); ე) მიშელ მუსხელი არის "ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ასამბლეის წარმომადგენლის მანდატის მფლობელი და მისი ერთ-ერთი დამაარსებელი; ვ) 1953 წელს პირველმა ქართველმა ევროპოლიტიკოსმა შექმნა "ქართულ-ევროპული მოძრაობა საფრანგეთში, რომელიც შემდგომ საფუძვლად დაედო  პირველი აპოლიტიკური გაერთიანებას, რომელიც მაშინვე ორიენტირებული იყო დემოკრატიულ ფასეულობებზე და ლიბერალურ ღირებულებებზე და ა.შ.

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო, წევრი (2019-)
  • საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2019-)

Bibliography


Share: