The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჯალაბაძე

გიორგი ჯალაბაძე
Date of birth:28 October, 1922
Date of death:2 January, 1998  (at 75 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Ethnologist, Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქორდი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1941 წელს ჩააბარა თბილისის საავიაციო სასწავლებელში; 1941-1943 წწ. იბრძოდა კავკასიის ფრონტზე; 1943-1945 წწ. მუშაობდა მასწავლებლად გორის რაიონის სოფ. არბოს საშუალო სკოლაში; 1950 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჯერ პრეპარატორად, შემდეგ მეცნიერ თანამშრომლად; 1951-1954 წწ. სწავლობდა საქ სსრ. მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში; 1961 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა საქართველოს  სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებას; მისი ხელმძღვანელობით  და უშუალო მონაწილეობით მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ფონდების მოვლა-პატრონობის, შევსების, მეცნიერული შესწავლის, პუბლიკაციისა და ექსპონირების მიმართულებით; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მისი ხელმძღვანელობით მოწყობილი მრავალი ეთნოგრაფიული ექსპედიციის შედეგად მუზეუმში შემოვიდა მნიშვნელოვანი ახალი მასალა, მომზადდა და გამოქვეყნდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ეთნოგრაფიული შესწავლის შედეგებზე დამყარებული კრებულები. მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმის შექმნის საქმეში; იგი იყო მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცის მონაწილე; მუდმივად ზრუნავდა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე  და ახალგაზრდა კადრების მომზადებაზე, კითხულობდა ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. არის 15 მონოგრაფიისა და 100-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან", დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "მემინდვრეობის კულტურა საქართველოში: ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა", დაიცვა 1972 წელს. 

წყარო:  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 146-147

Awards and Honors

  • მედალი "მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • დიდების I ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: