The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ დიხამინჯია

თენგიზ დიხამინჯია
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი 1979 წელს.

1981-1987 წწ. სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის, სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება "ელვის" ინჟინერი, პროფესიული ორიენტაციის ცენტრის უფროსი მეთოდისტი; 1990-1992 წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საქართველოს ჰელსინკის კავშირი, უზენაესი საბჭოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, პრეზიდიუმის წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1995 წწ. საქართველოს რესპუბლიკის მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი : პროპორციული წესით, N8 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, "ქარტია-91", იურიდიული კომისიის წევრი, საერთაშორისო სამართლის ქვეკომისიის თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ.151; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", წევრი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საყოველთაო სახალხო ორგანო - "საკონსტიტუციო კონგრესი", დამფუძნებელი

გააზიარე: