The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ელოშვილი

ომარ ელოშვილი
დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1946
გარდაცვ. თარიღი:24 აგვისტო, 2007  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პილიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1969 წელს; ასპირანტურა 1976 წელს.

1969-1990 წწ. მუშაობდა სახალხო კონტროლის, პარტიული და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1969-1985 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილე, თბილისის სახალხო კონტროლის საქალაქო კომიტეტის ინსპექტორი, საქართველოს რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტის ინსპექტორი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, 1985 წლიდან საქართველოს კპ დმანისის რაიკომის პირველი მდივანი, რაი-საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1990-1991 წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან; ტრანსპორტის ქვეკომისიის თავმჯდომარე; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წწ. საქართველოს რესპუბლიკის მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: პროპორციული წესით, N5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი "შვიდობა". 1992-1993 წწ. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფოს მეთაურის საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონში. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.155; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომუნისტური პარტია, წევრი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო (1990-1991)

გააზიარე: